MAINDOTS

კონფიდენციალობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026-08-28

MAINDOTS არის ბიზნესისთვის განკუთვნილი ანალიტიკური პლატფორმა. ეს გვერდი ეხება როგორც maindots.com-ს, ისე MAINDOTS-ის iOS აპლიკაციას.

რას ვაგროვებთ

რას არ ვაგროვებთ. აპლიკაცია არ ითხოვს და არ კითხულობს შენს ადგილმდებარეობას, კონტაქტებს, კალენდარს, ფოტოებს, მიკროფონს ან კამერას. რეკლამის იდენტიფიკატორს არ ვიყენებთ და მესამე მხარის ტრეკერი აპლიკაციაში არ არის.

რატომ

მხოლოდ იმისთვის, რომ სერვისი იმუშაოს: შესვლა, შენი ციფრების ჩვენება, შეცდომების გასწორება და მხარდაჭერა. შენს მონაცემს არ ვყიდით და არავის გადავცემთ სარეკლამო მიზნით.

AI-ჩატი

თუ AI-ჩატს იყენებ, შენი კითხვა და მასზე დაყრდნობით აგებული მოთხოვნა მუშავდება ჩვენს სერვერზე იმისთვის, რომ პასუხი შენივე ბაზიდან წამოვიდეს. საუბრის ისტორია შენს სამუშაო სივრცეში ინახება და მისი წაშლა შენ შეგიძლია.

Face ID / Touch ID

თუ აპლიკაციის ჩაკეტვას ჩართავ, ბიომეტრიულ შემოწმებას თვითონ მოწყობილობა ატარებს. ჩვენამდე მხოლოდ „დაადასტურა / ვერ დაადასტურა" აღწევს — თითის ანაბეჭდი ან სახის მონაცემი ჩვენს სერვერზე არასდროს იგზავნება.

ვის გადაეცემა

მხოლოდ იმ სერვისებს, რომელთა გარეშეც პლატფორმა ვერ იმუშავებს: ჰოსტინგი და მონაცემთა ბაზა, ფოსტის გამგზავნი. თითოეული მუშაობს ჩვენი დავალებით და შენს მონაცემს საკუთარი მიზნით ვერ იყენებს.

რამდენ ხანს

სანამ ანგარიში აქტიურია. წაშლისას შენი პირადი მონაცემი — ანგარიში, წევრობა, სესიები და ფორუმის ჩანაწერები — მაშინვე იშლება; სარეზერვო ასლებიდან 90 დღეში.

სამუშაო სივრცის შიგთავსი კომპანიას ეკუთვნის და არა ცალკეულ ადამიანს. თუ სივრცეში სხვა წევრებიც არიან, ის მათ რჩებათ — შენ წასვლისას მფლობელობას გადასცემ. თუ სივრცეში მარტო იყავი, ის იკეტება: მისი გახსნა ვეღარავინ შეძლებს. დაკეტილი სივრცის სამუდამოდ წაშლას ითხოვ support@maindots.com-ზე და 30 დღეში ვასრულებთ.

შენი უფლებები

ბავშვები

სერვისი ბიზნესისთვისაა და 16 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი არ არის.

კითხვები

support@maindots.com