MAINDOTS

მომსახურების პირობები

ბოლო განახლება: 2026-08-28

MAINDOTS-ის გამოყენებით ეთანხმები ამ პირობებს.

ანგარიში

ანგარიში კომპანიაზეა მიბმული. პასუხისმგებელი ხარ პაროლის დაცვაზე და იმაზე, რაც შენი ანგარიშით კეთდება.

რას აკეთებს სერვისი

MAINDOTS შენს მონაცემს კითხულობს იმ წყაროებიდან, რომლებსაც შენ აერთებ, და ანალიტიკურ სურათს გაძლევს. FINA-სთან კავშირი მხოლოდ კითხვისაა — MAINDOTS შენს სააღრიცხვო სისტემაში არაფერს წერს და არაფერს ცვლის.

რა არის შენი

შენი მონაცემი შენი რჩება. ჩვენ მას მხოლოდ იმისთვის ვამუშავებთ, რომ სერვისი შენთვის იმუშაოს.

რა არ შეიძლება

ხელმისაწვდომობა

ვცდილობთ სერვისი მუდამ ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ გეგმიური სამუშაო ან გაუთვალისწინებელი შეფერხება შესაძლებელია.

შეწყვეტა

ანგარიშის წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლია აპლიკაციიდან. ჩვენ ანგარიშის შეჩერება მხოლოდ ამ პირობების დარღვევისას შეგვიძლია.

ფასი და გადახდა

სერვისს აქვს უფასო დონე და ფასიანი გამოწერები. მოქმედი ფასები გამოქვეყნებულია გვერდზე maindots.com/pricing და ძალაში მხოლოდ შენი თანხმობით შედის.

ფასიან პაკეტებს ყიდის შპს „მეინდოთსი" (ს/კ 405857620). ბარათით გადახდას ამუშავებს სს „საქართველოს ბანკი"; ბარათის მონაცემები ბანკის უსაფრთხო გვერდზე შეიყვანება და ჩვენამდე არ აღწევს. გადახდა ლარში ხდება.

ერთი გადახდა პაკეტს 30 დღით ააქტიურებს. ავტომატური ჩამოჭრა არ ხდება: ვადის გასვლის შემდეგ პაკეტი უფასო დონეზე ბრუნდება, გასაგრძელებლად ახალი გადახდაა საჭირო.

თანხის დაბრუნების წესები ცალკე დოკუმენტშია: maindots.com/refund.

პასუხისმგებლობა

სერვისი გაწვდილია „როგორც არის". ანალიტიკური ციფრები შენივე მონაცემიდან გამომდინარეობს — ბიზნესგადაწყვეტილება შენი პასუხისმგებლობაა.

ვინ ვართ

შპს „მეინდოთს" (LLC MAINDOTS) · საიდენტიფიკაციო კოდი 405857620 · საქართველო.

კონტაქტი

support@maindots.com